Thursday, 17 December 2015


ილია ჭავჭავაძის მუზეუმში on PhotoPeach




ილია ჭავჭავაძის მუზეუმი
მისამართიბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 13
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
დაფუძნების თარიღი: 1987 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 1643, 26 კვ/მ, სა
ექსპოზიციო: - 1264 კვ/მ,საფონდო: - 55,1 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 9000 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: მუნიციპალური
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ლიტერატურის
ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის ფილიალები: ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმები
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგ
ანიზაცია: ქ. თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური


აღწერა:

ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1987 წელს ილიას დაბადების






150 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა.







მუზეუმშ
ი დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (კაბინეტი, - საძინებელი და სასადილო XIX ს-ის ავეჯით, ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამშვენისები, ბიბლიოთეკა), დოკუმენტური და ფოტო მასალა (მათ შორის დ. ერმაკოვის ფოტოები), ილიას მიერ გამოცემული
ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული 
ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვა. მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თემატურად წარმოდგენილი ექსპოზიცია იხილონ: ილია და რუსეთი, ილია და ესპანეთი, ილია და აჭარა-თითოეულ დარბაზში ექსპონატები-საბუთები, ფოტოები, საგაზეთომონარიდები თემების მიხედვითაა წარმოდგენილი. ცნობილი პუბლიკაციები, ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები-კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ მის საფუძვლიანად დათვალიერებას მუზეუმში ერთხელ სტუმრობა ნამდვილად არ ეყოფა.განსაკუთრებული მიმზიდველობით სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, სადაც ყოველ ხუთშაბათს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. სასადილო ოთახი კი სიმყუდროვით გამოირჩევა. მწერლის გემოვნებით მოწყობილ ოთახში ძველი ავეჯი, საოჯახო ნივთები თავდაპირველ იერსახეს უნარჩუნებენ მას.
მუზეუმს ხშირად სტუმრობს სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი.






შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილის) სახლ-მუზეუმი on PhotoPeach



შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილის) სახლ-მუზეუმი



  • მისამართი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 13
    ტელეფონი: (+995 032) 2 95 59 07
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმისფილიალი
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1974 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული
    ექსპონატთა რაოდენობა: 500

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის (1867-1926) სახლ-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მწერლის პირადი ნივთები და არქივიბიბლიოთეკამისი ცხოვრებისა დამოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტებირომლებიც დამთვალიერებელს აცნობს მწერლისშემოქმედებას და ცხოვრებისეულ გზასსახლ-მუზეუმი განახლდა 2009 წელს.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუზეუმი მუშაობს ყოველდღეშაბათ-კვირის გარდა, 11.00-დან 17.00 საათამდე.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: მწერლისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია.
    საგანმანათლებლო პროგრამებიმწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის საღამოები.
    გამოცემებიმუზეუმის ბუკლეტი