ილია ჭავჭავაძის მუზეუმი
მისამართი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. 13
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
დაფუძნების თარიღი: 1987 წელი
ორგანიზაციის ფართობი: 1643, 26 კვ/მ, საექსპოზიციო: - 1264 კვ/მ,საფონდო: - 55,1 კვ/მ
საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 9000 ექსპონატი
საბიუჯეტო სტატუსი: მუნიციპალური
ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ლიტერატურის
ორგანიზაციის სტრუქტურაში შედის ფილიალები: ილია ჭავჭავაძისა და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმები
სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანიზაცია: ქ. თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური
აღწერა:
ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1987 წელს ილიას დაბადების


150 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა.


მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები (კაბინეტი, - საძინებელი და სასადილო XIX ს-ის ავეჯ
ით, ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამშვენისები, ბიბლიოთეკა), დოკუმენტური და ფოტო მასალა (მათ შორის დ. ერმაკოვის ფოტოები), ილიას მიერ გამოცემულიჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, XIX-XX სს-ის დასაწყისის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ილიას თხზულებათა გამოცემები და სხვა. მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თემატურად წარმოდგენილი ექსპოზიცია იხილონ: ილია და რუსეთი, ილია და ესპანეთი, ილია და აჭარა-თითოეულ დარბაზში ექსპონატები-საბუთები, ფოტოები, საგაზეთო
ამონარიდები თემების მიხედვითაა წარმოდგენილი. ცნობილი პუბლიკაციები, ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები-კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ მის საფუძვლიანად დათვალიერებას მუზეუმში ერთხელ სტუმრობა ნამდვილად არ ეყოფა.განსაკუთრებული მიმზიდველობით სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, სადაც ყოველ ხუთშაბათს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. სასადილო ოთახი კი
სიმყუდროვით გამოირჩევა. მწერლის გემოვნებით მოწყობილ ოთახში ძველი ავეჯი, საოჯახო ნივთები თავდაპირველ იერსახეს უნარჩუნებენ მას.მუზეუმს ხშირად სტუმრობს სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი.
No comments:
Post a Comment